ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, გამოთქვამს მზადყოფნას:
- უზრუნველყოს სწავლის საფასურით სტუდენტები, რომლებიც 2021 წელს აირჩევენ ირანისტიკის მიმართულებას;
- ირანისტიკის განყოფილების სტუდენტები მოამარაგოს სპარსული ენის უახლესი სახელმძღვანელოებითა და მათი ციფრული ვერსიებით;
- ხელი შეუწყოს სამივე საფეხურის სტუდენტების ჩართვას სპარსული ენის ცოდნის ასამაღლებელ ონლაინ კურსებში;
- მიანიჭოს სტიპენდიები გამორჩეული სტუდენტებისათვის ირანის წამყვან უმაღლეს სასაწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად;
- პანდემიის დასრულების შემდეგ ხელი შეუწყოს ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გრძელ და მოკლევადიან სასწავლო გაცვლით პროგრამებში მათ მონაწილეობას;
- სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სათანადოდ ფლობენ სპარსულ ენას, შესთავაზოს ინდივიდუალური პროექტები (ტექსტის თარგმნა, ვებ-გვერდისთვის მასალის მომზადება და სხვ.) შესაბამისი ანაზღაურებით;
- დაეხმაროს მათ, მათი ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში, კერძო სექტორში დასაქმებაში;
- ირანული ფილმების (სპარსულ ენაზე და/ან დუბლირებული) კვირეულების და ჩვენებების გამართვა;
- ორგანიზება გაუწიოს არაერთ შემოქმედებით და შემეცნებით კონკურსსა თუ ოლიმპიადას.